პრემიერი: პანიკისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს, სრულად ვმართავთ სიტუაციას

10 სექტემბერი 2020, 14:15 1194 ნახვა

პრემიერ-მინისტრი  მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდებს, 15 აგვისტოდან აჭარაში, ან სხვა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან. მისივე თქმით, როგორც აქამდე საქართველო იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ვირუსის მართვის და ვირუსის რისკების შემცირების კუთხით, ასე უნდა გაგრძელდეს.  

გიორგი გახარია მოქალაქეებს თვითმონიტორინგის ხარისხის გაძლიერებისკენ და პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ში მიმართვისკენ მოუწოდებს. შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო მთავრობის სხდომა დღეს მედიის გარეშე ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში