ერთიანი საქართველოს რუკა პატრიოტთა ალიანსის ბანერის ნაცვლად

10 სექტემბერი 2020, 18:40 1689 ნახვა

„ლელო საქართველოსთვის“ პასუხი პატრიოტთა ალიანსს. აეროპორტის გზატკეცილზე პატრიოტა ალიანსის ბანერის ნაცვლად პოლიტიკურმა გაერთიანებამ ერთიანი საქართველოს რუკა გამოფინა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, ამ ნაბიჯით მათ საზოგადოების დაკვეთა შეასრულეს და ერთიანობის მაგალითი აჩვენეს.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსმა აღნიშნულ ტერიტორიაზე საარჩევნო ბანერი გააკრა, რომელზეც აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად წითელი ფერით იყო გამოყოფილი. ბანერმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია და იგი ლელოს წევრებმა 30 აგვისტოს ჩამოხსნეს.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში