ბიაფი გადაიდო

11 სექტემბერი 2020, 11:21 1489 ნახვა

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი   სექტემბერში აღარ ჩატარდება. ბიაფი ეპიდვითარების გაუარესების გამო გადაიდო. ჯერ-ჯერობით ორგანიზატორებს უჭირთ ზუსტი თარიღის დასახელება. გასული წლების მსგავსად, წელსაც ფესტივალი 13-20 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო. კოვიდ რეგულაციების გამო შეიცვალა ფორმატიც, კინოთეატრები დახურულია, ჩვენებები კი ღია სივრცეებში იგეგმება.

უცვლელია საფესტივალო სექციები. გამარჯვებულები მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმების კონკურსში გამოვლინდებიან.  ფესტივალს ვერ დაესწრება საერთაშორისო ჟიური. ისინი დისტანციურ რეჟიმში ჩაერთვებიან. წელს ფესტივალში 35 ქვეყანა მონაწილეობს.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში