ნაციონალური მოძრაობის განცხადება

09 ოქტომბერი 2016, 00:00 4990 ნახვა

უსკოს მიერ უკვე დათვლილი ხმების შედეგები მიუღებელია “ერთიანი ნაციონალური  მოძრაობისთვის”. აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომერი უმაღლეს საარჩევნო კომისიას შედეგების დროულად გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს, ხოლო ხელისუფლებას საარჩევნო მანიპულაციებში ადანაშაულებს. ლევან ვარშალომიძის განცხადებით “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” რეგიონში ამომრჩეველთა უფრო მეტი ნდობა მოიპოვა, ვიდრე ეს ოფიციალური მონაცემებით ვრცელდება. ვარშალომიძის განმარტებით, ისინი საბოლოო შედეგებს დაელოდებიან, რის შემდეგაც უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

ამავე კატეგორიაში