თათბირი მერიაში

11 სექტემბერი 2020, 12:01 1493 ნახვა

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ბათუმის მერიაში სამსახურების ხელმძღვანელებთან თათბირი გაიმართა. მათ არჩილ ჩიქოვანისგან გაფრთხილებები მიიღეს. მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, როგორც მოქალაქეებმა, ასევე, ეკონომიკის განმახორციელებელმა სუბიექტებმა და საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ რეგულაციები. მისი თქმით, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და საქალაქო მიკროავტობუსებში მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები.

მგზავრებს მოუწოდებს არ გადაადგილდნენ მიკროავტობუსით ფეხზე მდგომი და აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლებს უფლება ექნებათ, არ დაძრან მიკროავტობუსები. მოუწოდა ასევე მძღოლებს, მიკროავტობუსებით გადაადგილებისას დაიცვან უსაფრთხოების წესები.

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები მრავალბინიან სახლებსა და ლიფტებში. რაც შეეხება კულტურულ ღონისძიებებს, მისი თქმით, ყველა დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში