საარჩევნო ოლქებში საუბნო კომისიის წევრების არჩევა და ოპოზიციის პროტესტი

11 სექტემბერი 2020, 14:00 1864 ნახვა

ბათუმის ოლქის წევრები  საუბნო კომისიებს აკომპლექტებენ. კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად  არ მონაწილეობენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები. მათი განცხადებით, საოლქო კომისია საარჩევნო უბნებზე მმართველი პარტიის ნაკარნახევ წევრებს ირჩევს, მათ შენიშვნებს კი  არ ითვალისწინებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სხდომაზე  მათ მიიტანეს  სოციალური ქსელებიდან ამოღებული მასალები, რომლითაც რამდენიმე კანდიდატის მმართველი პარტიის სიმპათია და პოლიტიკური მიკერძოებულობა დგინდება. 

საუბნო კომისიის წევრი კი, რომელსაც ოლქი ირჩევს დამოუკიდებელი უნდა იყოს. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის ევროპული საქართველოს წევრი აცხადებს, რომ უბნებზე წევრების შერჩევა დაჩქარებულად ხდება და მათ კანდიდატების დოკუმენტაციის შესასწავლად  დრო არ მისცეს. საუბნო კომისიის წევრობის მსურველთა განცხადებების მიღება ოლქებში 9 სექტემბერს დასრულდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში