9/11 სექტემბერი „ღირსეული პარტნიორი 2020”-ის ფარგლებში გაიხსენეს

11 სექტემბერი 2020, 18:15 1565 ნახვა

9/11 სექტემბერი „ღირსეული პარტნიორი 2020”-ის ფარგლებში გაიხსენეს. თარიღთან დაკავშირებით ვაზიანში სწავლებაში ჩართული სამხედროების მონაწილეობით მარათონი მოეწყო, რომელიც ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულების, ასევე მსოფლიო მშვიდობის განმტკიცების პროცესში დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიეძღვნა.

დღესვე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრის ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სიმბოლურად 11-კილომეტრიანი მარში მოაწყვეს.

მოგვიანებით კი ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში