''ქართული ოცნება'' - მთავრობის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული პოლიტიკური შოუს დადგმას გეგმავს

12 სექტემბერი 2020, 19:08 1139 ნახვა

,,ქართული ოცნების“, ბათუმის საარჩევნო შტაბის ხელმღვანელი აცხადებს, რომ  აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან,   მძიმე ადმინისტრაციული დარღვევების გამო გათავისუფლებული  ადამიანი პოლიტიკური შოუს დადგმას გეგმავს.

გიორგი მანველიძე კონკრეტულ სახელ - გვარს არ ასახელებს, თუმცა ირწმუნება, რომ  იგი    რამდენიმე მეგობართან ერთად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ  აპირებს, თითქოს ტოვებენ  „ქართული ოცნების რიგებს“. მანველიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ ასევე ჰქონდათ მცდელობა,  მოესყიდათ ქართული ოცნების  სხვა წევრებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში