ქუთაისის მერიაში ორი მილიონი ლარი გაიფლანგა და დამნაშავე კი არ გამოვლენილა - ოთარ კახიძე 

15 სექტემბერი 2020, 13:54 1527 ნახვა

ქუთაისის მერიაში ორი მილიონი ლარი გაიფლანგა და ამ დრომდე დამნაშავე არაა გამოვლენილი“ - აცხადებს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძე "ევროპული საქართველოდან".

კახიძე თვითმმართველობაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს. მიიჩნევს, რომ პროკურატურა უმოქმედოა. ოთარ კახიძის თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში არაერთ დარღვევაზე და შემაშფოთებელ ფაქტებზეა საუბარი. არგუმენტად მოჰყავს 2017 წელს სოციალური საცხოვრისის მშენებლობაა.

კახიძის თქმით, დასკვნაში პირდაპირ წერია რომ მერიამ 2,5 მილიონიანი ტენდერი მოარგო კონკრეტულ პირს და შემდეგ კონკურსის გარეშე 1,8 მილიონი ლარი დაუმატა.

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატის განცხადებით, რეალურად, ორი მილიონი ლარი ფაიფლანგა, დამნაშავე კი ამ დრომდე არაა გამოვლენილი. “ქუთაისის მერიამ ე.წ. სოციალური საცხოვრისის 2 მილიონ-ნახევრიანი ტენდერის პირობები მოარგო კონკრეტული იურიდიული პირის, შპს “სანოს” ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი ფართის შესყიდვას კონკურსის პირობები და მოთხოვნები არ ითვალისწინებდა, მერიამ შპს „სანოს“ დამატებით გადაუხადა 1 მილიონ 800.000 ლარი. მერიამ სოციალური საცხოვრისი შეისყიდა არასაბაზრო ფასად. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოციალური საცხოვრისის შენობის 1 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენს 540 ლარს, მაშინ როდესაც მერიამ გადაიხადა 1000 ლარი. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით დათვლილ ღირებულებასა და მერიის მიერ ჩაბარებულ სამუშაოების ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენს 2 მილიონ ლარს.”- განაცხადე დღეს გამართულ ბრიფინგზე ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ კორუფციული სქემა დააორგანიზეს და ქუთაისის ბიუჯეტიდან მილიონები მოიპარეს, მერიამ სოციალური საცხოვრისი უხარისხოდ მოაწყო. შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს. მოსახლეობისთვის კი არ არის შექმნილი შესაბამისი პირობები.

ქუთაისის მერიაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში