კონკურსი საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების მოსაპოვებლად

16 სექტემბერი 2020, 11:49 1615 ნახვა

საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე  კომისიის 9 წევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა.

საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება ადამიანს საბუნებისმეტყველო,  სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, ან საინჟინრო მეცნიერების დარგში შესრულებული ნაშრომისთვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა.  

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია კი გაიცემა ლიტერატურის დარგში ნაწარმოებისათვის,   რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში