მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი - გაფართოებული შეხვედრა

17 სექტემბერი 2020, 11:41 1124 ნახვა

წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის მიმდინარეობა, III და IV ფაზების ფარგლებში განხორციელებული პროექტები, ასევე V ფაზით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების საკითხები განიხილეს ბათუმის მერიაში.

არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ცენტრალურ მთავრობასთან. რაც შეეხება პროექტს, მის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება.

ასევე მისი თქმით,  შესაძლებელია გაიზარდოს ფინანსური ნაწილი. აღნიშნა, რომ გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის თაობაზე, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. შეხვედრას პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს, კონსულტანტი კომპანიებისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში