აი-არ-აის კვლევა: ოცნება 36%, ძალა ერთობაშია -18%

17 სექტემბერი 2020, 20:22 1696 ნახვა

არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა პოლიტიკური რეიტინგები გამოაქვეყნა. კითვხაზე : ხვალ, რომ საპარლამეტნო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას ? 36% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ 15% კი „ნაციონალურ მოძრაობას“ 4-4 % პროცენტს ინაწილებს „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“. ასევე, ჯამში 4% ასახელებს „ახალ საქართველოს“ „პატრიოტთა ალიანსს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“,  3% „ლეიბორისტული პარტია“, 2-2% „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩს“, 1% „დემოკრატიული მოძრაობა ერთიან საქართველოს“, სხვა პარტიებს 1%. არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 3%, ხოლო, კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 23%-ს.  2. მიიღებთ თუ არა მონაწილეობას არევნებში? – 74% ამბობს, რომ დიდი ალბათობით კი, ნაკლები ალბათობით - 16%, ნაკლები ალბათობით არ მიიღებდა 4%, დიდი ალბათობით არ მიიღებდა 5%, კითხვაზე პასუხი არ იცის 2%-მა. 3. რამდენად კამყოფილი ხართ დემოკრატიით, 11% ძალიან კმაყოფილი, 40% ნაწილობრივ კმაყოფილი, 25% ნაწილობრივ უკმაყოფილო, 19% ძალიან უკმაყოფილო. 4. რა არის მთავრობის მთავარი მიღწევა ?  - 22% ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლა, 12% ასახელებს ჯანდაცვის რეფორმას, 4-4% ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სტაბილურობას, 3% სიტყვის თავისუფლებას, 2% პენსიების ზრდას. 5. რა არის მთავრობის ჩავარდნა? 10 % ამბობს, რომ უმუშევრობა, 9-9 % ეკონომიკურ სიტუაციასა და ცრუ დაპირებებს ასახელებს, 6% კრიმინალის ზრდას, 3% კოჰაბიტაციას, ასევე 3% სიღარიბის ზრდას. 6. რა არის მთავარი პრობლემა თქვენს ქალაქსა და სოფელში, 25% ამბობს, დაუსაქმებლობას, 12% პრობლემად ასახელებს სასმელ წყალს, 7% ეკონომიკას. გამოკითხვაში საშუალო ცდომილება 2.5%-ია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში