უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეები ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან

18 სექტემბერი 2020, 14:02 1759 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატები ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისაგნ  გათავისუფლდებიან. უმაღლესი საბჭოს არჩევის შესახებ ცვლილებების კანონპროექტი უკვე მზადაა , დეპუტატებმა  დღეს   ბიუროზე  განიხილეს და  პლენარულ სხდომაზე ვიზირებაც მისცეს კანონპროექტს დეპუტატები ერთი მოსმენით მიიღებენ. პლენარული სხდომა მომდოვენო  კვირაში გაიმართება.

რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პარალელურად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები მოისმენენ ასევე კომიტეტების წლიურ  ანგარიშებს.  სულ 6 კომიტეტია და მათი ერთწლიანი მუშაობის შეჯამება წინასწარ გაწერილი გრაფიკით მოხდება. 

გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც დღეს მხოლოდ მმართველი პარტიის წევრები ესწრებოდნენ.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში