ეკონომიკის მინისტრი საოჯახო სასტუმრობის მეპატრონეებს პასუხობს

18 სექტემბერი 2020, 18:01 1687 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მზადაა, ქობულეთისა და მესტიის ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდეს. თუმცა აღნიშნა, რომ მეწარმეების დასახმარებლად ათობით შეხვედრა უკვე გაიმართა და მათი პრობლემებიც ანტიკრიზისულ გეგმაში აისახა. ჩვენს შეკითხვაზე ნათია თურნავამ ასევე თქვა, რომ გაგრძელდა პროგრამა, რომლის მიზანი მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის სესხების პროცენტის სუბსიდირება იყო.  ცნობისთვის, ქობულეთსა და მესტიაში ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებმა არაერთი აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ბანკებთან შუამდგომლობა, ერთი წლით გამოტანილი თანხის გადავადება და საპროცენტო განაკვეთის სრული სუბსიდირებაა. ქობულეთში, ჯამში ამ მოთხოვნებით 7 აქცია გაიმართა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში