ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში

18 სექტემბერი 2020, 19:41 1451 ნახვა

ინტერპელაციის წესით, პარლამენტში მისულ ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა ხმაურიანი იყო. გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, პანდემიისას შეზღუდვების გამო დაზარალებული მოქალაქეები, გაზრდილი ფასები და ეკონომიკური პრობლმები ქვეყანაში - ეს კითხვები ჰქონდათ, ოპოზიციონერ კანონმდებლებს ნათია თურნავასთან. ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ მსგავსი შეზღუდვებითაა ქვეყანა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი კეთილსაიმედო, ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით კი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა მსოფლიოში. მწვავე დებატების შემდეგ, მინისტრის შემაჯამებელ სიტყვას ოპოზიცია აღარ დასწრებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში