აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

19 სექტემბერი 2020, 11:04 1716 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 3500-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა და  კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 24 პაციენტი.

უწყების ცნობით, უახლესი მონაცემებით აჭარაში, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს 486 პაციენტი გადის,  კარანტინში დაკვირვების ქვეშ 347 პირი იმყოფება. 

დღეს, 19 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3306-ს შეადგენს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში