ენმ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას ითხოვს

19 სექტემბერი 2020, 12:07 1447 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას პანდემიის ფონზე სტუდენტების მხარდაჭერას სთხოვს. როგორც გია აბულაძე ამბობს, თუ სტუდენტი სწავლისთვის მისამართს იცვლის, სოციალურად დაუცველის ბაზიდან იღებენ, შესაბამისად, მისი სწავლის საფასურიც არ ფინანსდება. ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას დაპირებას ახსენებს და ითხოვს, 2020 წლის 1 იანვრამდე სტატუსის  მქონე და ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო, შემოსავლის გარეშე დარჩენილი სტუდენტები დაფინანსდნენ. რა პოზიცია აქვს საკითხზე მთავრობას - მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში