ხელვაჩაური- სტიქიის კიდევ ერთი ზონა

19 სექტემბერი 2020, 18:03 1724 ნახვა

უხვი ნალექის გამო, ხელვაჩაური დღეს სტიქიის კიდევ ერთი ზონა იყო. ჩაკეტილი იყო მაჭახლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებთან მისასველი გზა. რამდენიმე სოფელში საცხოვრებელ სახლთან მიწის მასა ჩამოწვა, დროებით შეფერხებული იყო გადაადგილება ცენტრალურ გზებზეც. მაჭახლის ხეობაში, სოფელ სინდიეთში, გურამ ქონდარიძის  საცხოვრებელი სახლის,  ხეხილის ბაღთან ჩამოწვა მეწყერი.  ქონდარიძეების ოჯახი, ტერიტორიის გასაწმენდად მძიმე ტექნიკას ელოდება. ითხოვენ ფერდსამაგრების მოწყობასაც. შეფერხებული გადაადგილების გამო,   ჩვენ გადამღებ  ჯგუფს  ფეხით მოუწია ამ ადგილას მისვლა. მეწყრული პროცესები განვითარდა კირნათის  ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე და სოფელ შუშანეთში, ზედა კირნათში. ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, მეწყერსაშიშ ზონებში  აქტიურად  მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშოები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში