მეწყრის ახალი კერები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა

19 სექტემბერი 2020, 18:05 1564 ნახვა

წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აჭარის მაღალმთიანეთში. ადიდდა მდინარეები და გააქტიურდა მეწყრული პროცესები. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ადიდებულმა მდინარე ბზანამ ელექტრობოძები დააზიანა.  დაიტბორა რამდენიმე სახლი, ჩაიხერგა გზები და დაზიანდა მოსავალი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, შესაბამისი უწყებები ზარალს უკვე ითვლიან. სტიქიურ ზონებში აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყო.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში