უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა

20 სექტემბერი 2020, 11:54 1269 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემდეგ  პარტიებს რიგით ნომრებს  დღეს უკვე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია მიანიჭებს. პარტიებს, რომლებიც ერთდროულად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტისა და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში   ცესკოს მიერ მინიჭებული ნომრები შეუნარჩუნდებათ. უსკო ამჯერად რიგით ნომერს  იმ პარტიებს მიანიჭებს, რომლებიც მხოლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობენ.  31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ასეთი მხოლოდ ერთია პარტიაა. ამიტომ  წილისყრა აღარ მოხდება და მას უმაღლესი საარჩევნო კომისია რიგით ნომერს, რომლითაც  ბიულეტენში იქნება წარმოდგენილი ავტომატურად განკარგულებით მიანიჭებს.  სხდომა უსკოში 2-ი საათისთვისაა ჩანიშნული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში