ელექტრონული საინფორმაციო ტაბლოები ავტობუსების მოსაცდელებთან

20 სექტემბერი 2020, 12:00 1925 ნახვა

ბათუმში ჭავჭავაძის, გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებთან ელექტრონული საინფორმაციო ტაბლოები განთავსდა. სამუშაოები გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამისპროექტის „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მომსახურების გაუმჯობესებას მგზავრთა ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდით. აღნიშნულ ქუჩებზე, 30 ერთეული ელექტრონული ტაბლო განთავსდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში