ენმ-ს კანონპროექტი უმაღლესმა საბჭომ უკან გაიწვია

21 სექტემბერი 2020, 18:41 1812 ნახვა

დღესვე  ბიუროს სხდომაზე  ქართული ოცნების დეპუტატებმა დღეს სრული შემადგენლობით  უარი თქვეს ნაციონალური მოძრაობის კანონპროექტებზე. ოპოზიცია ცვლილებებს ითხოვდა საგადასახადო კოდექსსა და  აჭარის საბიუჯეტო კანონში. 

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ   კანონპროექტებს ხარვეზები ჰქონდა და ამის გარდა თავად ავტორები არ გამოცხადდნენ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. მსგავს შემთხვევაში რეგლამენტი ცვლილებების პაკეტის ავტომატურად გაწვევას ითვალისწინებს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს მხარდამჭერები ქართულ ოცნებაში თავიდანვე არ ჰყავდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში