კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

22 სექტემბერი 2020, 12:07 1732 ნახვა

კიდევ 2 გარდაცვლილი და 200-ზე მეტი ინფიცირებული - ასეთია დღეს კოვიდ 19-ის სტატისტიკა საქარველოში. 218 ახალი შემთხვევიდან აჭარას 137  უკავშირდება.

რაც შეეხება გარდაცვლილებს ერთ-ერთი 67 წლის კაცია, მეორე კი ქალი, რომელიც ბათუმიდან იყო და ქუთაისში კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა. მედიკოსების ინფორმაციით, ორივე პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში