საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა გაეროს 75-ე სესიაზე

22 სექტემბერი 2020, 11:04 1188 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პანდემიის გამო ვირტუალურად გაიმართა.   

ვიდეომიმართვაში სალომე ზურაბიშვილმა  გლობალური ცვლილებების ფონზე კონფლიქტების მოგვარების ახალი ფორმების მოძებნის საჭიროებაზე, ჯანდაცვის, კლიმატისა და ინკლუზიური თანაცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე  ასევე, კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში განათლებული მოქალაქეების როლზე ისაუბრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში