ენმ პროკურატურას მიმართავს

23 სექტემბერი 2020, 15:00 1828 ნახვა

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ გუშინ რამდენიმე რეგიონში,  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ნაციონალური მოძრაობის სახელით  ურეკავდა კონკრეტული პირი, რომელიც ყალბ ინსტრუქციებს იძლეოდა მათ მიმართ არჩევნების საბოტაჟის, დესტაბილიზაციის და რევოლუციის მითითებებით.

თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ აღნიშნული ნომერი ეკუთვნის ვინმე ალუდა ჯანხოთელს, რომლის ვინაობაც დეპუტატის თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სიაში არ იძებნება.  ოპოზიციური პარტია საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს საკითხით დაინტერესდნენ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში