ოპოზიცია ერთიან სიაზე ვერ თანხმდება

23 სექტემბერი 2020, 15:07 1658 ნახვა

დაპირისპირება ოპოზიციაში. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობასა“  და ,,ევროპულ   საქართველოს “   შორის განხეთქილების მიზეზი საპარლამენტო სია გახდა.  პარტიები ერთიან ოპოზიციურ სიაზე ვერ შეთანხმდნენ.  

,,ნაციონალური მოძრაობაში“  შეთანხმების ჩაშლაში ყოფილ თანაგუნდელებს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ვინ რა თანამდებობას ჩაიბარებდა გამარჯვების შემთხვევაში და იმასაც, რომ ერთიან სიაში პირველი  50 კანდიდატს შორის, 30 ნაციონალური მოძრაობიდან უნდა ყოფილიყო.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში