გზავნილი არა მარტო მხარდამჭერებს- წინასაარჩვენო შეხვედრა კვების ობიექტზე

26 სექტემბერი 2020, 12:20 1455 ნახვა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  ,,გირჩი“  ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში იაგო ხვიჩია, პარტიის ხედვებზე სასაუბროდ  ერთ-ერთ სარესტორნო ობიექტს ეწვია. 

ხვიჩია  კაფე-რესტორნების იმ  მფლობელებს,  რომლებიც გირჩის მხარდამჭერები არიან სთავაზობს 22 საათის შემდეგ ობიექტები პარტიას დაუთმონ   ადგილზე მისულ მოქალაქეებს კი მოემსახურონ ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. როგორც თქვენთვის ცნობილია მთავრობის გადაწყვეტილებით  პანდემიის პრევენციის მიზნით უკვე მეორე დღეა 22 საათის შემდეგ რესტორნები დაკეტილია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში