„საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ - გიორგი გახარია

26 სექტემბერი 2020, 12:12 1294 ნახვა

საკონსტიტუციო რეფორმა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, ეკონომიკა, პანდემია და ბორდერიზაციის პროცესი საქართველოში - ამ თემებზე გაამახვილა  გაეროს გენერალური ასამბლეის  სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  განხორციელებული საკონსტიტუციო  ცვლილება საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნის სრულიად  ახალ, დასავლური საპარლამენტო დემოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელ  ანალოგს, რომელიც  მნიშვნელოვანია  საქართველოს დემოკრატიული პროცესებისთვის.

ამასთან როგორც პრემიერმა აღნიშნა,  საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს  თავისუფალ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში. რაც შეეხება პანდემიას და მისგან გამოწვეულ პრობლემებს,  როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, საქართველომ პანდემიის შემოტევას გაუმკლავდა, რაც მისი თქმით, ერთხმად აღიარა  მსოფლიომ.

პრემიერმა  ვრცლად ისაუბრა ოკუპაციაზე. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პატრნიორებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. პრემიერ მინისტრის თქმით საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში