ელმარ ბროკის განცხადება

11 ოქტომბერი 2016, 00:00 3450 ნახვა

მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე მიმდინარე წლის დეკემბრამდე დასრულდება. ამის შესახებ ევროპარლამენტის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ელმარ ბროკმა განაცხადა. გასულ კვირას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა ევროკავშირის საბჭოს მანდატი მისცეს ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი ითხოვს, რომ ვიზალიბერალიზაციის დაწესებამდე ამოქმედდეს ე.წ. უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმი“.

ამავე კატეგორიაში