ბაჩალიაშვილის საქმეზე  დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს ბრალი წარედგინა  

26 სექტემბერი 2020, 15:30 1191 ნახვა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მუხლით დაკავებული დავით ფურცხვანიძე დუმილის უფლებას იყენებს.ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალი 2  მუხლით აქვს წარდგენილი. ფურცხვანიძის ადვოკატის,  განცხადებით, ვინაიდან ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, არც მას აქვს ინფორმაცია.

რაც შეეხება  ფურცხვანიძის შვილს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, დაამონტაჟა სატელიტის ფოტოები, ნოდარ მესხი  აცხადებს, რომ შვილთან დაკავშირებით რაიმე საგამოძიებო მოქმედება არ მიმდინარეობს. ასევე, ადვოკატი უარყოფს პროკურატურის პოზიციას, რომ არსებობდა ვარაუდი დავით ფურცხვანიძის მიმალვის შესახებ. ე.წ. სატელიტური ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძე გუშინ დააკავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში