„ლელო“- ლარის კურსის ვარდნამ მედიკამენტებზე ფასების კატასტროფულად ზრდა გამოიწვია

26 სექტემბერი 2020, 15:15 1220 ნახვა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებისგან „უფასო მედიკამენტების“ პროგრამის გამართულ და სწრაფ ამოქმედებას მოითხოვს. ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ვატო სურგულაძე ლარის გაუფასურების ფონზე მედიკამენტებზე ფასების კატასტროფულ ზრდაზე  საუბრობს და აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში პენსიონერებისა და ქრონიკულად დაავადებების მქონე პაციენტების ჯანმრთელობა საფრთხის  ქვეშაა, ვინაიდან ისინი ვერ ახერხებენ გაძვირებული წამლების ყიდვას.

„ლელო“  „უფასო მედიკამენტების“ პროგრამაში იმ ადამიანების ჩართვას მოითხოვს ვინც სამსახურები დაკარგეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში