ვისთვის არის პიასიარ ტესტი უფასო და სავალდებულო?

28 სექტემბერი 2020, 15:09 4537 ნახვა

აჭარაში უფასო ტესტირების არეალი მცირდება. ადამიანს ტესტირება იმ შემთხვევაში ჩაუტარდება, თუ ის ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა და რისკჯგუფს წარმოადგენს, ან აქვს covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ არამიზნობრივი ჯგუფების ტესტირებაც ხდებოდა, ასე კი ლაბორატორიების გადატვირთვას თავიდან აიცილებენ.

დილიდან რიგები იყო იმ პოლიკლინიკებთან, სადაც ტესტის ჩაბარებაა შესაძლებელი. მათ შორის იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი სამსახურში წარსადგენად სჭირდებათ, ან გეგმიური ვიზიტი აქვთ ჩანიშნული სამედიცინო დაწესებულებაში და შესაბამისი ცნობის წარდგენა სურდათ. ეს  ჯგუფები კი მიზნობრივ კატეგორიაში აღარ შედიან. ისინი ტესტის ჩატარებას და პოლიკლინიკაში ცნობის აღებას ვერ ახერხებენ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში