აჭარაში ბინაზე 400 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

29 სექტემბერი 2020, 14:30 1312 ნახვა

აჭარაში 400 კოვიდინფიცრებული ბინაზე  მკურნალობს. 19 სექტემბრიდან ბათუმის საოჯახო მედიცინის  ცენტრის ოჯახის ექიმები პაციენტებს ონლაინ კონსულტაციას უწევენ.

ბათუმის საოჯახო მედიცინის  ცენტრის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რის გამოც არ ენიშნებათ მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა  ამბობს, რომ პროტოკოლის მიხედვით საჭირო ღონისძიებები ტარდება.

ბექა იოსელიანის თქმით, იმ შემთვევაში თუ პაციენტის მდგომარეობა გართულებულია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კოვიდ ცენტრში გადაჰყავს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში