აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

30 სექტემბერი 2020, 16:00 2561 ნახვა

დღეიდან კოვიდი 19-ის მკურნალობის ახალი პროტოკოლი ამოქმედდა. გამოჯანმრთელებულის სტატუსის მისაღებად განმეორებითი ტესტი აღარაა საჭირო. სწორედ ამანაც განაპირობა, რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2 დღეში 718-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ბათუმში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა. დღეს გამოვლენილი 235 შემთხვევის მიუხედავად, ეპიდემიოლოგების განცხადებით, აჭარაში ეპიდვითარების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება. მათივე განმარტებით, იმედის მომცემია ის, რომ შემთხვევათა ნახტომისებრი მატება აღარაა. შეზღუდვებისგან შედეგების მიღებას კი მისი ამოქმედებიდან 2 კვირაში ელოდებიან. ბრიფინგზე ითქვა, რომ 107 ადგილია დარჩენილი კლინიკებში ახალი პაციენტების მისაღებად. ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე გაფართოებული ტესტირება აღარაა საჭირო და მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფები _ სიმპტომის მქონე და კონტაქტში მყოფები გაიტესტებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში