ტყეკაფებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის მოთხოვნა

01 ოქტომბერი 2020, 10:26 1201 ნახვა

ქედაში მცხოვრებლები ტყეკაფებთან მისასვლელი გზების მოწესრიგებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, გზები ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა და  საშეშე მასალის ტრანსპორტირება უჭირთ.

ქედის სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაგეგმილი 16 მიმართულებიდან გზის მშენებლობა 14 უბანზე დასრულებულია.

ამასთან მიმდინარეობს ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული 33 ტყეკაფთან მისასვლელი გზების აღდგენითი სამუშაოები. წელს ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის 18 ათას კუბურ მეტრადე საშეშე მასალაა გამოყოფილი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში