8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა 1 814 276 ამომრჩეველმა მიიღო

12 ოქტომბერი 2016, 00:00 2634 ნახვა

ცესკოს მონაცემებით 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მილიონ 814 ათას 276-მა ამომრჩეველმა მიიღო, მათგან 51,1% ქალია. ცესკოს პრესსპიკერის ცნობით, ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები დათვლილია და ამ ეტაპზე მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების პროცესი მიმდინარეობს. რაც შეეხება საჩივრებს, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანის ვადა გუშინ ამოიწურა. ბოლო მონაცემებით, ბათილად გამოცხადდა 6 უბნის შემაჯამებელი ოქმი. რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა, მიმდინარე წლის 2 ნოემბერია.  

ამავე კატეგორიაში