ურთიერთბრალდებები არჩევნებამდე 27 დღით ადრე

04 ოქტომბერი 2020, 18:35 1027 ნახვა

ჯერ ერთი თვეც არ არის გასული მას შემდეგ რაც  ცესკომ პოლიტიკური პარტიებისთვის ქცევის კოდექსი მიიღო. ანუ, ამ დოკუმენტში, ერთ-ერთ პრინციპად გაწერილია ის, რომ ხელს არ შეუშლიან კონკურენტი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიას და ასევე ასეთ  ღონისძიებებზე  არ განახორციელებენ საკუთარი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მობილიზებასა და  რაც მთავარია დაპირისპირებას. 

ურთიერთშეთანხმების ამ დოკუმენტს ზოგიერთმა  პარტიამ ხელიც მოაწერა, თუმცა  რამდენიმე საათის წინ ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები სწორედ ძალადობის ფაქტებზე დააკავეს.  ახლა პარტიები  ტერორში,ძალადობასა და მიზანმიმართულ პროვოკაციაში   ერთმანეთს ადანაშაულებენ.  

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში