“ლელოს” სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ

05 ოქტომბერი 2020, 10:58 1441 ნახვა

ალექსანდრე მილორავა და ბაჩუკი ჩხეიძე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციას შეუერთდნენ. ისინი „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ წარადგინა და თქვა, რომ მათი გამოცდილება გუნდს გააძლიერებს. ახალი წევრების განმარტებით,  პოლიტიკაში წასვლისას პარტიის შესარჩევად დემოკრატიული ღირებულებების პრინციპებით იხელმძღვანელეს.

ბაჩუკი ჩხეიძე საზოგადოება „ბათუმელის“ დამფუძნებელია, მანამდე  წლების განმავლობაში იყო  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრი, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“. ალექსანდრე მილორავა  სამოქალაქო აქტივისტი და საზოგადოება „მე მიყვარს ბათუმის“ დამფუძნებელია.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში