ავტობუსების აღდგენის მოთხოვნა

05 ოქტომბერი 2020, 11:58 2071 ნახვა

„აღდგეს მუნიციპალური ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ - რეგულაციის გაუქმების მოთხოვნით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა. მირდატ ქამადაძემ  საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვით გამოწვეულ დისკომფორტზე ისაუბრა.

აღნიშნა, რომ ეს შეზღუდვა ვირუსის გავრცელების პრევენციას ვერ უზრუნველყოფს და მხოლოდ მოქალაქეებს  აზარალებს, რომლებიც ვერ ახერხებენ გადაადგილებას და სამსახურებში მისვლას.

ამ თემას სხდომაზე მცირე დაპირისპირება მოჰყვა, მმართველი გუნდის წევრები შეზღუდვის აუცილებლობას ამტკიცებდნენ, ხოლო სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ამ რეგულაციის გაუქმებაზე იმსჯელონ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში