ზურა ჯაფარიძის განცხადება

12 ოქტომბერი 2016, 00:00 1994 ნახვა

ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას და კონსტიტუციური უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ ხმის მიცემას გეგმავს -  ამის თაობაზე ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას სოციალური ქსელით ავრცელებს.   "მე არ მჯერა, რომ არჩევნების მეორე ტური ტოვებს მნიშვნელოვან შანსს ოცნებამ არ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. არც იმის მჯერა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ რამდენიმე “რამაზ ნიკოლეიშვილი” პრინციპულობის მაგალითს გვაჩვენებს.  მეტიც, მე მჯერა, რომ სამწუხარო რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით, მნიშვნელოვანწილად სწორედ ნაციონალური მოძრაობის დამსახურებაა. რადგან მათ  არ შეცვალეს არსებული საარჩევნო სისტემა, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდებოდათ, ივანიშვილმა, უბრალოდ, გამოიყენა ყოველივე ეს და აქვს დიდი შანსი მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტში "- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ამავე კატეგორიაში