თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა

06 ოქტომბერი 2020, 11:41 1182 ნახვა

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან  შესაძლო კონფლიქტს არ ადასტურებს. თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პირადი პრობლემების გამო გადადგომას ნამდვილად აპირებდა, თუმცა არა მინისტრთან   უთანხმოების გამო. თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება  ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო შეცვალა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში