რადას დეპუტატებმა უკრაინის პროკურატურას მიმართეს

12 ოქტომბერი 2016, 00:00 3162 ნახვა

პოროშენკო ერთადერთი არ არის ვინც   მიხეილ სააკაშვილს უპირისპირდება. უკრაინული საინფორმაციო სააგენტო ,,ერბეკა უკრაინა” ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით  უკრაინის რადას დეპუტატები  პროკურატურას მიმართავენ. უკრაინული სააგენტო ასაჯროვებს უკრაინის გენერალური პროკურატურის პასუხს რადის დეპუტატებისადმი,  საიდანაც ირკვევა,  რომ რადას წევრები პროკურატურისგან მოითხოვენ გამოიძიონ ოდესის საპორტო ქარხნის  გასხვისების საქმე.   დეპუტატები სააკაშვილს ფასების ხელოვნურ დაწევაში  ადანაშაულებენ,  რამაც მათი თქმით, სახელმწიფოს 6, 5 მილიარდის   გრივნის ზარალი მიაყენა.   პროკურატურის საპასუხო წერილში,  რომელიც  საიტზეა გამოქვეყნებული  ნათქვამია,  რომ საგამოძიებო უწყებამ ფაქტის მოკვლევა ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს დაავალა.

ამავე კატეგორიაში