შენიშვნა ევროკავშირისგან

06 ოქტომბერი 2020, 20:03 1212 ნახვა

რატომ არ დაელოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას და მიიღეს კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან განსჯის საკითხი გახდა. პეტერ სტანო აღნიშნავს, რომ ეს იყო ხელიდან გაშვებული შანსი, რის გამოც პროცესის მიმართ ნდობა კიდევ უფრო შემცირდება,  ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება დასავლური გავლენიანი ორგანიზაციების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

პარლამენტის გადაწყვეტილება გაუგებარია  მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვისაც. თუ 30 სექტემბერს არ დაამტკიცებდნენ ცვლილებებს, მაშინ ამ მოწვევის პარლამენტი დოკუმენტზე ვეღარ იმსჯელებდა.

მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ რეკომენდაციების გათვალისწინება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მეათე მოწვევის პარლამენტსაც შეეძლება.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში