ეკონომიკა ციფრებში ეპიდემიის ფონზე

06 ოქტომბერი 2020, 20:00 1280 ნახვა

ქვეყანაში ეპიდემიამ სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები წარმოქმნა, გალთ ენდ თაგარტის ბოლო კვლევის თანახმად, შემცირდა ექსპორტი და იმპორტიც, შესაბამისად 14 და 17 პროცენტით, პრობლემურია დღგ-ს გადასახადიც, აქ ჯამში შემცირება 6 პროცენტზე მეტია, თუმცა გაზრდილია უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობა, რაც ჯამში გვაძლევს მთლიანი შიდა პროდუქტის 5 ნახევარ პროცენტიან შემცირებას.

შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინუსებში გადავიდა და მარტიდან მოყოლებული თავის უკიდურეს წერტილში რვა პროცენტზე მეტი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირებულია, თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ უახლოეს მომავალში გაუმჯობესება საგრძნობი არ იქნება.

გაუარესდა ჩვენი საგარეო ბალანსიც იანვარ-აგვისტოს პერიოდში ეს მაჩვენებელი საგანგაშოა და 787 მილიონი დოლარითაა შემცირებული, რაც ძირითადად ტურისტული სეზონის ჩავარდნას უკავშირდება.. შესაბამისად ეს ყველაფერი და ძირითადად გაურკვეველი მომავალი მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე, რის გამოც ხდება ლარის გაუფასურება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში