გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება - პრემიერი

07 ოქტომბერი 2020, 13:41 1112 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დეფიციტი არ იქნება. გიორგი გახარიას თქმით, საკითხზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ. 

„რაც შეეხება გრიპის ვაქცინას, თქვენ მართალი ხართ იმაში, რომ დღეს სამწუხაროდ, გლობალურად საკმაოდ სერიოზული დეფიციტი შეიქმნა, გასაგები მიზეზების გამო, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა აქვე მინდა, გითხრათ, მთავრობას, საქართველოს შესაბამისი დაწესებულების, უწყებების საშუალებით შარშანდელ მოცულობაზე ბევრად უფრო მეტი რაოდენობა აქვს უკვე შესყიდული. ამ შესყიდული რაოდენობის მოწოდება საქართველოში ეტაპობრივად დაიწყება უკვე შემდგომი კვირიდან. ჩვენ დამატებითი მოცულობების შესყიდვაც უკვე განვახორციელეთ და ეტაპობრივად ვაგრძელებთ.

დარწმუნებული ვარ, რომ გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება, ოღონდ ამას სჭირდება ეტაპობრივი მიდგომა და არ არის აქ არანაირი პანიკის დაწყების აუცილებლობა.

გრიპის სეზონი ჯერ არ დაწყებულა. გრიპის სეზონი საქართველოში იწყება ნოემბრის მეორე ნახევრიდან, შესაბამისად, საკმაო დრო გვაქვს იმისთვის, რომ კერძო სექტორსაც მივეხმაროთ და სახელმწიფოს ვალდებულებები სრულად შევასრულოთ.

არანირი პრობლემა იმაში, რომ კერძო სექტორსაც მივეხმაროთ, თუმცა მათ თავისი პასუხისმგებლობები აქვთ. ისინი თავის მხრივ აგრძელებენ ამ შესყიდვებს. ჩვენ მათაც დავეხმარებით და საქართველოში გრიპის ვირუსის აცრის ნაწილში დეფიციტი არ იქნება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში