საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

07 ოქტომბერი 2020, 15:10 1465 ნახვა

პრემიერმა გახარიამ პანდემიის ჭრილში სხვადასხვა თემის ირგვლივ ისაუბრა, შეეხო საარჩევნო პროცესაც თქვა, რომ პროცესი არ გაჩერდება. ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალი დანამატის სახით მიიღებს სახელფასო ანაზღაურების 50%-ს. გიორგი გახარიამ, დღეს თქვა, რომ  ვირუსთან ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპზე გადავედით. მისი თქმით, იქ, სადაც შესაძლებელია, სამსახურები დისტანციურ მუშაობაზე უნდა გადავიდნენ. ხოლო თუ როგორ სრულდება პროტოკოლი ამა თუ იმ ორგანიზაციებში, პასუხისმგებლობა კომპანიის ხელმძღვანელებს დაეკისრება. პრემიერი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანას შეზღუდვების დაწესება მეორედ არ დასჭირდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში