კორონავირუსით აჭარაში სამი პაციენტი გარდაიცვალა

07 ოქტომბერი 2020, 15:54 1978 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში.  უწყების ინფორმაციით,  მათ თანამშრომელს კოვიდ-19 1 ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: ფილტვების პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი. საქართველოში კოვიდ-19-ით აჭარაში 3 ადამიანი გარდაიცვალა, პაციენტები რესპუბლიკურ საავადმყოფოში  მკურნალობდნენ. მედიკოსების ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილს სხვადასხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდა. დღეს, საქართველოში გამოვლენილი 508 შემთხვევიდან 259 აჭარაში დადასტურდა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 280 შეადგინა. დღეისათვის აჭარაში კოვიდ კლინიკებში მკურნალობას– 472 პაციენტი გადის, ბინაზე 1 000-ზე მეტი პირი მკურნალობს, კოვიდ სასტუმროებში – 886 პირია მოთავსებული. ინფიცირებულებს შორის 20 ორსული და 107 არასრულწლოვანია. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 23 პირია მოთავსებული. მაღალია მიმართვიანობა ცხელების ცენტრებში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  აჭარის კლინიკებში სულ 53 თავისუფალი საწოლია.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში