ცესკოში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ამოქმედდა

08 ოქტომბერი 2020, 11:52 956 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ამოქმედდა. ცენტრი მედიის მონიტორინგს ახორციელებს, რომლის მიზანია, გამოკვეთოს რა ტიპის ყალბი ამბები თუ დეზინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო პროცესებთან მიმართებით. ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ცესკოში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით გაიხსნა. ცენტრი პირველი ოქტომბრიდან ამუშავდა და მონიტორინგს საარჩევნო პერიოდში განახორციელებს. მათ უნდა მოამზადონ როგორც შუალედური, ისე დასკვნითი ანალიზი და მონიტორინგის მიგნებების საბოლოო ანგარიში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში