დემარკაციის საქმე

08 ოქტომბერი 2020, 20:06 1653 ნახვა

რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს სასამართლომ მსჯელობა დატოვებს თუ არა პატიმრობაში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია დემარკაციის საკითხზე დაკავებულებს. თავად ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ, საქმის პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობენ ადვოკატები.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებით, ტერიტორიის 3500-მდე ჰექტარი ფართობი, ჩვენივე ქვეყნის საწინააღმდეგოდ შეთანხმდა. ვინ იყენებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია დემარკაციის საკითხს - თემის ირგვლივ არ წყდება ურთიერთბრალდებები.

დავით გარეჯის თემით სპეკულირება, ეროვნული ინტერესების საზიანოდ გადადგმული ნაბიჯია - ასე ფიქრობენ ხელისუფლებაში. ოპოზიცია კი ოპონენტებს მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში