ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი რიგ შემთხვევებში 63%-საც აჭარბებს"

09 ოქტომბერი 2020, 11:54 1184 ნახვა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ , პარტიის თავმჯდომარის, განცხადება გამოაქვეყნა. ქართული ოცნების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ   ის გმობს ყველანაირ ძალადობას, რაც ზიანს აყენებს წინასაარჩევნო პროცესს და დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში. ციტატა: “ფაქტია, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. უკანასკნელ პერიოდში მათი მხრიდან გახშირდა პროვოკაციები, რასაც, რიგ შემთხვევებში, ჩემდა სამწუხაროდ, წამოეგნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც. არის საფრთხე, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ასეთი ხასიათის ძალადობრივი დაპირისპირებები უფრო გახშირდეს. როდესაც კონფლიქტი ხდება, ძნელია იმის გარჩევა, ვინ არის ინიციატორი და ვინ - პროვოკაციის მსხვერპლი.“   წერს, რომ   ძალადობა და ქვის სროლა მათი ხელწერაა, ვინც მისი თქმით, ასე მოვიდა თავის დროზე ხელისუფლებაში.  თავად კი ემიჯნებიან ძალადობას. ივანიშვილი წერს, რომ "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს  არჩევნებში. მათი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში